თორნიკე შარაშენიძე:-"აფხაზები კვლავაც ილუზიებში არიან"
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე და მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე სტამბოლში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად გაემგზავრნენ. ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი გმირების გადმოსვენების პროცესის დაჩქარება.
დევლითა მინისტრის სტამბოლში ვიზიტს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გამოეხმაურა და განაცხადა:
-"დიდი ილუზია არ მაქვს, რომ აფხაზეთთან ურთიერთობაში რაიმე გარღვევა მოხდება ორი პრობლემის გამო, პირველი პრობლემა არის ის, რომ ისინი მთლიანად კონტროლდებიან რუსეთის მიერ და მეორე, აფხაზები კვლავაც ილუზიებში არიან, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენენ. ამავე დროს ეს არ გამორიცხავს, რომ ჩვენ მათთან ადამიანური კონტაქტები დავამყაროთ. როცა მოვა დრო, რომ ისინი საქართველოს დაუბრუნდებიან იმ დროისთვის ისინი მზად უნდა იყვნენ ამისთვის და იმ დროს ჩვენ უნდა გვქონდეს მათი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ადამიანური ურთიერთობები".