პოროშენკო მზადაა დონბასთან მოლაპარაკებისთვის
უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს ყველა იმ დონბასელთან, რომელიც რეგიონში სიმშვიდის დადგომის გეგმაზე მის შეხედულებებს იზიარებს. პრეზიდენტის თქმით მოლაპარაკებები გაიმართება მეტალურგებთან, შახტიორებთან და სხვა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც რეგიონს წარმოადგენენ, მაგრამ საკუთარ აზრს ვერ აფიქსირებენ "იარაღის მუქარის" გამო.
ამასთან პრეზიდენტის თქმით "უახლოეს მომავალში გაგრძელდება უკრაინის არმიის ეფექტური მოქმედებები".