ვლადიმერ პუტინი:-"სანქციებს აქვს ბუმერანგის ეფექტი"
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდა. ობამას განცხადებით "რუსეთი სეპარატისტების მხარდაჭერას აგრძელებს, რის გამოც დამტკიცდა ახალი სანქციები რიგი რუსი კომპანიებისა და საფინანსო ინსტიტუტების წინააღმდეგ"
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იგორ შეგოლიევი, ასევე ყირიმის საკითხებში ფედერალური მინისტრი ოლეგ საველიოვი. გარდა ამისა, სიაში აღმოჩნდნენ კორპორაცია "Алмаз-Антей" და კონცერნი "Калашников", "Ижмаш", "Базальт", "Уралвагонзавод", კონცერნი "Радиоэлектронные технологии", "Созвездие", ასევე "Новатэк", "Роснефть", "ВЭБ", "Газпромбанк".
აშშ-ს მიერ ახალი სანქციების დაწესებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და განაცხადა:
-"სანქციებს აქვს ბუმერანგის ეფექტი და ეჭვგარეშეა, რომ ეს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს ჩიხში შეიყვანს და სერიოზულ ზიანს მიაყენებს".