საქველმოქმედო პროექტის ,,მეტროდან მეტრომდე" პირველი დღე წარმატებით დასრულდა

საქველმოქმედო პროექტის ,,მეტროდან მეტრომდე" პირველი დღე წარმატებით დასრულდა

     დღეს  ქველმოქმედთა ფონდმა  ,,მომავლის გზამ" დაიწყო საქველმოქმედო პროექტი ,,მეტროდან მეტრომდე", რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროსადგურებთან საქველმოქმედო კონცერტების გამართვას. შემოწირული თანხა მოხმარდება პროექტი ,,გააძლიერე ოჯახი-სადილი ბავშვებს". პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

   სხვადასხვა ჟანრის მომღერლები, ჯგუფბი, პოეტები 12 საათიდან 19 საათამდე "თავისუფლების მოედანზე" მაყურებელს ლამაზ წუტებს ჩუქნიდნენ და ყოველ გამოსვლაში ქველმოქმედებისა და სიკეთის კეტებისკენ მოუწოდენდნენ.

   აქციას მხარდაჭერა გამოუხატა "საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა" პარტია. აქციაზე პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანია ახალკაზრდული კავშირის წევრთან, კონსტანტინე გადისკისთან ერთად მივიდა და ბავშვთა სახლს სათამაშოები გადასცა.

   აქციას შეუერთდნენ მომღერლები ხატია წერეტელი და მალუ მამფორია, მაყურებლის წინაშე ბავშვებისთვის თანხის შესაგროვებლად წარსდგა რეპერი tocafe.

   ღია ცის ქვეშ გაიმართა გამოფენა-გაყიდვა. ფონდის ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის თქმით მონაწილეები დაჯილდოვდებიან პროექტით გათვალისწინებული სიგელებით. 

   პირველი ღონისძიება 20 ივლისს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" წარმატებით დასრულდა.

   აქცია 25 ივლისს უკვე მეტროსადგურ "რუსთაველზე" გაგრძელდება, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საკონცერტო პროგრამაც განახლდება და მხარდამჭერებიც შემოუერთდებიან. ფონდი ყოველ აქცია-კონცერტზე მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს მაყურებელს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს თავიანთი წვლილი შეიტანონ კეთილ საქმეში.

    გელოდებით ყველას 25 ივლისს! შემოგვიერთდით კეთილი საქმის საკეთებლად! 

 

    "ივერიონი" გთავაზობთ სიუჟეტს აქცია-კონცერტიდან.

    ოპერატორი(მონტაჟი)-ამირან კურტანიძე;

    ჟურნალისტი-გიორგი საკარული.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: