კონსტანტინე გამსახურდია:-"ის კი, ვინც ამ მდგომარეობაში ჩაგაყენა, "არ-შემდგარ სახელმწიფოობას" გიკიჟინებს ყველგან"

კონსტანტინე გამსახურდია:-"ის კი, ვინც ამ მდგომარეობაში ჩაგაყენა, "არ-შემდგარ სახელმწიფოობას" გიკიჟინებს ყველგან"

   კონსტანტინე გამსახურდია მალააზიური ბოინგის ჩამოგდებას ეხმიანება და წერს:

   -"გუშინ დავბრუნდი კიევიდან. თვითმფრინავი საქართველოსკენ მოფრინავდა 3 საათის განმალობაში - არადა წესით 2 საათი და 15 წუთი საკმარისი უნდა ყოფილიყო. ძველი მარშრუტი, რომელიც სტავროპოლის მხარისა და აზოვის ზღვის გარდა ნაწილობრივ დონეცკის ოკუპირებული ზონის საჰაერო სივრცეში გადიოდა, ცალსახად შეიცვალა, რამაც გაზარდა ფრენის დრო და მანძილი, ეს კი ბიზნესურად პრობლემას ქმნის ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის. (საწვავი, დრო, შესაბამისად ფასების ზრდა)

ამის შემდეგ ჩემთვის სრულიად გასაგები გახდა მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების კიდევ ერთი ასპექტი: ფაქტობრივად დაიხურა უკრაინის საჰაერო სივრცე, რაც წამგებიანია სახელმწიფოსთვისაც და ავიოკომპანიებისთვისაც: ზარალი ასეულობით მილიონ დოლარით განიზომება. 

   ისიც გასაგებია, რომ მეფის რუსეთისა და სსრკ-ს ეპოქებში დონეცკსა და ლუგანსკში ჩასახლებული ZEK-ების შთამომავლებს, რუსეთისგან მძიმე და საზენიტო სამხედრო ტექნიკით უხვად მომარაგებულებს, შესაძლოა უბრალოდ აერიათ უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტი თვითმფრინავი ილ-76 დაღუპულ სამგზავრო ბოინგში.

როდესაც შენს ტერიტორიას ვერ აკონტროლებ და მასზე თვითმფრინავსაც ვერ გადაუფრენია, ზარალი ადგება შენს პრესტიჟსაც. ის კი, ვინც ამ მდგომარეობაში ჩაგაყენა, "არ-შემდგარ სახელმწიფოობას" გიკიჟინებს ყველგან. ეს კიდევ ერთი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ დაასხა ამ ტრაგედიამ რუსეთის წისქვილზეც წყალი".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: