"ხატს ჩვენ კი არ ვიცავთ, ხატი გვიცავს ჩვენ!"

"ხატს ჩვენ კი არ ვიცავთ, ხატი გვიცავს ჩვენ!"

   "ჩვენ ერთად უნდა დავაბრუნებინოთ ჩვენი უდიდესი სიწმინდე - კაცობრიობის პირველი ხატი ანჩისხატი ეკლესიაში, რაც დიდ აუცილებელ ძალას მოგვანიჭებს ყველას"-ამ იდეით გაერთიანებულმა 

   რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და სხვადასხვა ეკლესიის მრევლმა ხელოვნების მუზეუმთან აქცია გამართა. მათი მოთხოვნაა, რომ ანჩისხატი და სხვადასხვა სიწმინდე, რომლებიც მუზეუმებშია დაცული, ეკლესიას გადასცენ.

   ანჩისხატისა და სიწმინდეების მომლოცველთა კავშირის, ზაზა ნანობაშვილის განცხადებით საჭიროა იმ მემორანდუმის გასაჯაროებასაც, რომელიც სიწმინდეების თაობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმდა.

   -"საზოგადოებამ უნდა იცოდეს როგორი კუთხით იქნება მემორანდუმი ხელმოწერილი და ხატები დაუბრუნდეს ეკლესიებს. აუცილებელია ხატების წინაშე პირველ რიგში აღდგეს ლოცვა, ჯერ კიდევ 1996 წელს პატრიარქის თხოვნა იყო პირველი სწორედ ანჩისხატი დაბრუნებოდა დედა-ეკლესიას "-აცხადებს  ნანობაშვილი.

   აქციაზე იმყოფებოდა მღვდელ-მონაზონი ზოსიმე, რომელმაც განაცხადა:

   -"ზოგიერთი თვლის, მუზეუმებში ხატს ვიცავთო, ხატს ჩვენ კი არ ვიცავთ, ხატი გვიცავს ჩვენ! ერთადერთი, რასაც ვიყვი-ხატი უნდა იყოს ტაძარში!"

   აქციის მონაწილეებმა ათასობით ხელმოწერა შეიტანეს საპატრიარქოსა და სხვადასხა უწყებებში, ამ მოთხოვნით მიმართეს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

   აქციის მონაწილეებმა ხელოვნების მუზეუმთან აქციის დასრულების შემდეგ ლოცვითი სვლით  მამა გაბრიელის მიერ აშენებულ ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც ანჩისხატის სალიტანიო კანონიკური ასლი დააბრძანეს და ერის კეთილდრეობისთვის პარაკლისი აღავლინეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: