დევნილი ოჯახებისათვის კენჭისყრის პრინციპით საცხოვრებელი ფართები განაწილდა

დევნილი ოჯახებისათვის კენჭისყრის პრინციპით საცხოვრებელი ფართები განაწილდა

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონალურ სამმართველოში  დევნილი ოჯახებისათვის,  კენჭისყრის პრინციპით, საცხოვრებელი ფართები განაწილდა.   

   ფარული კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა  კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.

   აღნიშნულ დევნილ ოჯახებს ბინები, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, რუსთავში, დავით გარეჯის  ქუჩა N 4ა-ში მდებარე ბაგა-ბაღის ყოფილ შენობაში გადაეცემათ. 

   შენობაში სულ  15 ბინაა,  აქედან 1-სამოთახიანი,   6-ოროთახიანიდა 8-ერთოთახიანი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: