კახა შამათავა:-"პრემიერმა დროული გადაწყვეტილება მიიღო"
პრემიერის მიერ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. არასამთავრობო ორგანიზაციის "გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებელი კახა შამათავა მიიჩნევს, რომ ცვლილებები დროულად განხორციელდა.
-"დროული გადაწყვეტილება იყო, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი, პრაგმატულად და რაც ყველაზე მთავარია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერ-მინისტრი, რაც შეეხება კონკრეტულ სამინისტროს პირველ პირებს, შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი სპეციფიური სამინისტრო როგორიცაა დევნილთა სამინისტროს მართვა, უდავად ძალიან რთულია, რადგანაც სისტემა მოძველებულია და საჭიროებს განახლებას, რაც შეეხება წარდგენილ კანდიდატს, ბატონ სუბარს, მე მას არ ვიცნობ, მაგრამ მსმენია მის პატიოსნებაზე და პროფესიონალურ მიდგომაზე მასზე დაკისრებული საკითხებისადმი, ის თავის დროზე სახალხო დამცველი იყო და კარგად ეცოდინება დევნილთა პრობლემების არსი. იმედი მაქვს, რომ მალე დაიწყება ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, რაშიც ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ საქართველო ჩვენი საკუთრებაა და ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე".