მივა თუ არა საქმე პარლამენტის დათხოვნამდე?

მივა თუ არა საქმე პარლამენტის დათხოვნამდე?

   რა პროცედურები უნდა გაიაროს  შეცვლილმა მინისტრთა კაბინეტმა? როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განმარტა მინისტრთა კაბინეტის ამ რაოდენობის ცვლილება პარლამენტისგან ნდონის ხელახალ გამოცხადებას საჭიროებს.

   -"მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარადგენს პარლამენტში ახალ შემადგენლობას. ამ შემადგენლობის განხილვა პარლამენტმა 7 დღის ვადაში უნდა მოახდინოს. პროცედურა საბოლოო ჯამში 14-დღიანია, თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვა შესაძლოა, უფრო ნაკლებ ვადაში მოხდეს.  თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას, მაშინ იგივე ვადებში ხდება ახალი შემადგენლობის ფორმირება და პარლამენტისთვის ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენა. ამის შემდეგ თუ ისევ არ დაეთანხმა პარლამენტი, პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, დაითხოვოს თუ არა პარლამენტი"-განაცხადა თადუმაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: