გიორგი მარგველაშვილი:-"პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს უცხადებს თუ არა ნდობას ახალ შემადგენლობას"
პრეზიდენტი სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება
-"პრემიერ-მინისტრმა შეცვალა 7 მინისტრი და რა კონსტიტუციური მდგომარეობა დადგა ამის შედეგად. საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია, მისთვის უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ, საქართველოს პარლამენტმა ასეთი პროცედურა განახორციელა შარშან, როცა 7 მინისტრი იცვლება, ისმის კითხვა- შენარჩუნებულია თუ არა ნდობა ახალ შემადგენლობასთან მიმართებით, სააქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის თაობაზე კითხვას უსვამს, როგორც კი ჩევნ გვექნება 7 ახალი მინისტრის სახელი და გვარი, ჩვენ ასეთი კითხვით მივმართავთ პარლანეტს და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს უცხადებს თუ არა ნდობას, ასეთი ვითარება გვაქვს"-განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.
ნათია ხარბედია