გურამ ოდიშარია:-"დღეიდან მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე მარგიშვილი შეასრულებს"
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია თანამდებობას ტოვებს და სხვა ორგანიზაციაში გადადის სამუშაოდ.
-"მე გადავდივარ სხვაგან სამუშაოდ, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ამ დღეებში ამ ორგანიზაციის სახელი ყველასთვის იქნება ცნობილი, დღეიდან მინისტრის მოვალეობას ბატონი ალექსანდრე მარგიშვილი შეასრულებს"-განაცხადა ექს-მინისტრმა.