თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნება _ რესპუბლიკელები" ოფიციალურად დარეგისტრირდა
დღეს, 21 ივლისს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნება _ რესპუბლიკელები" ოფიციალურად დარეგისტრირდა. დღესვე დედაქალაქის საკრებულომ კომისიების თავმჯდომარეები და წევრები აირჩია. საკრებულოს გადაწყვეტილებით ფრაქცია "ქართული ოცნება _ რესპუბლიკელების" წევრები კომისიებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე _ ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი;
გულიკო ზუმბაძე _ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი.
დავით ზურაბიშვილი _ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი. ტრისტან ჯინჭარაძე _ ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და სარევიზო კომისიის წევრი,