საქართველოს საპატრიარქო სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ფაქტს გმობს

საქართველოს საპატრიარქო სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ფაქტს გმობს

    საქართველოს საპატრიარქო სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ფაქტს გმობს და მხარეებს სიმშიდისკენ  მოუწოდებს.

 

   დღეს საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესა და სომხური 

სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსსსაქართველოში, ვაზგენ მირზახანიანს შორის შეხვედრა გაიმართა.

 

   შეხვედრა თბილისში სომხური ეკლესიის მიმდებარედ 20 ივლისს მომხდარ ფაქტს ეხებოდა.

   საქართველოს  ეკლესია გმობს აღნიშნულ ინციდენტს და დაპირისპირებაში მონაწილეთ სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. ამასთან იგი, როგორც ყოველთვის, შეეცდება ხელი შეუწყოსპრობლემების მოგვარებას და ქვეყანაში არსებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთამშვიდობიან თანაცხოვრებას"-ნათქვამია  განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: