ენერგეტიკის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა
გუშინ 22:30 თბილისში გაითიშა ელექტროენერგია, როგორც გაირკვა ელექტროენერგია გაითიშა ქვემო ქართლშიც ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"დღეს 22.30.საათზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი" და 220 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი კოლხიდა-2. დაზიანებულია ხაზი "პალიასტომი-1".
ადილზე გასულია "საქრუსენერგოს" და "საქართველოს ელექტრო სისტემის" ბრიგადები. პირველადი ინფორმაციით ხაზი "იმერეთი" არის გაწყვეტილი, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. ვწუხვართ, რომ ამ დაზიანებების გამო დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეული დროის მანძილზე ელექტოენერგია ვერ მიეწოდებოდა.
ამ ეტაპზე თბილისს და მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება -სისტემა მთელი დატვირთვით მუშაობს"-ნათქვამია განცხადებაში.