ნიკოლოზ მჯავანაძე:-"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კატა-თაგვობანას თამაში?"

ნიკოლოზ მჯავანაძე:-"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კატა-თაგვობანას თამაში?"

   "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმიანებს და ამბობს:

   -"სააკაშვილი აიძულებს გამოძიებას, რომ მის მიმართ ბრალი იქნეს დაუსწრებლად წაყენებული და გამოცხადდეს  ძებნა. ის, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, უკვე ჩნდება ეჭვი, რომ არის რაღაც საკითხები, რომლისგან თავის არიდება უნდა და იკვეთება მისი კავშირი დანაშაულთან, "ნაციონალების" მიერ გავრცელებული აზრი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ნამდვილად არ არის მართალი, რადგან ჯერ ერთი მათი ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროს არაერთი მაღალჩინოსანი იყო დაბარებულიც და დაკავებულიც. 

   დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისთვის ბრალის წაყენება და წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კატა-თაგვობანას თამაში? უამრავი მაგალითია მსოფლიოში, როცა პრეზიდენტები არა მარტო დაკითხვაზე არიან დაბარებულნი, არამედ დაკავებულნიც არიან და სააკაშვილი გამონაკლისი არ არის.

გამოძიებამ უნდა მიიყვანოს ეს საქმე ბოლომდე და რაც შეიძლება მალე, თუ ის დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს სკაიპით, ასევე უნდა უპასუხოს გამოძიების კითხვებს და უნდა დამთავრდეს ეს გაუთავებელი სპეკულაცია".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: