29 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიხაკო წერეთლის ხელნაწერებს გაასაჯაროებენ
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია დიდი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ხელნაწერთა 15 ტომი, რომელთა უმეტესობა გამოუქვეყნებელია.
29 ივლისს, 11:00 საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება, რომლის თემა ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩენილი უდიდესი ეროვნული სიმდიდრე - მიხაკო წერეთლის ხელნაწერები იქნება.
პრესკონფერენციაზე აღმოჩენის მნიშვნელობაზე მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები და ბიბლიოთეკის დირექტორი ისაუბრებენ.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი, თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მიხაკო წერეთლის მემკვიდრე და მეცნიერები დაესწრებიან.