შსს-მ თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავა

შსს-მ თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავა

შსს-ს  პრესამსახურის ინფრომაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თაღლითური ჯგუფის ოთხი წევრი:1989 წელს დაბადებული ამირან ა. 1978 წელს დაბადებული მამუკა ა. 1982 წელს დაბადებული იაგო გ. და 1986 წელს დაბადებული ლევან გ. დააკავეს.


„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მოქალაქეებისგან ავტომანქანებს და ავტომანქანების ძარებს ყიდულობდნენ, შემდეგ მათი გაყალბებული „ვინკოდები“ და სახელმწიფო ნომრები იმავე მარკისა და მოდელის ავტომანქანებზე თაღლითურად გადაჰქონდათ. გაყალბებულ „ვინკოდიან“ ავტომანქანებს, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში გირავნობით ტვირთავდნენ, რითიც ამ ორგანიზაციებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ამ ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზიანმა 85 257 ლარი შეადგინა“ - ნათქვამია განცხადებაში.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: