ირაკლი ალასანია:-"ჩვენ ყველანი ველოდებით გამოძიებას და მის შედეგებს"

ირაკლი ალასანია:-"ჩვენ ყველანი ველოდებით გამოძიებას და მის შედეგებს"

   "ფაქტია, რომ ძალიან მძიმე დანაშაულების გამოძიებასთან გაქვს საქმე. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რომ მოსახლეობის წინააღმდეგ უკაანონოდ შეიარაღებული ძალები იქნა გამოყენებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანი ველოდებით გამოძიებას და მის შედეგებს. დამნაშავეები გამოვლენილები უნდა იქნენ, მთავარია, გამოძიება იყოს ობიექტური, გამჭვირვალე, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეჭვიტანილების დაცვის უფლება უნდა იქნას გარანტირებული, რომ არავის მათ შორის, არც ჩვენს პარტნიორებს არ ჰქონდეთ არანაირი ეჭვი, რომ არის პოლიტიკური მოტივაცია. ამასთანავე, ეს არის ძალიან გამაფრთხილებელი ხელისუფლებებისთვის, პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ თანამდებობაზე ყოფნა ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მე რა თქმა უნდა, დიდი პატივს ვცემ სენატორებს - ჩემს მეგობრებს, ისინი საქრათველოს მეგობრები არიან. მესმის, რომ მათ გარკვეული შეშფოთება მაქვთ, მაგრამ მართლმსაჯულებას დაელოდნონ და პატივი სცენ საქართველოს კანონებს"-ამ შესახებ განცხადება ალასანიამ მთავრობის ადმინისტაციაში გააკეთა.

   შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სენატოები მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ. 

   მთავრობის ადმინისტრაციაში საქრათველოს ევროკავშირში ინტეგრაციიას 49-ე სხდომა მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: