შინაგან საქმეთა მინისტრმა მეგობრებს ბოდიში მოუხადა
"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რადგან დროის უქონლობის გამო ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ გპასუხობთ თქვენს პირად მესიჯებსა და შეკითხვებზე, მაგრამ გპირდებით, რომ უახლოეს დღეებში აუცილებლად გამოვასწორებ კომუნიკაციას თქვენთან და არც ერთ თქვენს წერილს უყურადღებოდ არ დავტოვებთ", - დაწერა დღეს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"აქვე მინდა გაცნობოთ, რომ "ფეისბუქში" გაჩნდა არაოფიციალური გვერდი ჩემს შესახებ, რომელიც ჩემი ან ჩემი პრესსამსახურის შექმნილი არ არის! ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, რომ არ "მოიწონოთ" ხსენებული ყალბი გვერდი (ან სხვა ვებ-გვერდები) და დაელოდოთ ჩემი ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდის გახსნას.," - წერს ღარიბაშვილი.
მიმართვის ბოლოს პოლიციის ახალი შეფი კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს, რადგან ლიმიტის გადაჭარბების გამო "ფეისბუქზე" მეტ მეგობარს ვეღარ იმატებს.
" ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი კეთილგანწყობისა და მხარდაჭერისათვის! ძალიან ვაფასებ!" - ამბობს ღარიბაშვილი.