გიორგი სიგუა ამაყი და ბედნიერია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა თანამდებობას დღეიდან ოფიციალურად ტოვებს.
-"მე, როგორც "ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდის წევრი და როგორც რიგითი ჯარისკაცი "ქართული ოცნებისა" ვალდებული ვარ დავემორჩილო ზემდგომის გადაწყვეტილებას და არ დავარღვიო კორპორატიული ეთიკა. დიახ, მე მივდივარ, მაგრამ მივდივარ ბედნიერი და ამაყი, რომ მქონდა შესაძლებლობა მუშაობა იმ ხალხთან, ვისთან ერთადაც ჩვენ გავაკეთეთ ბევრი საინტერესო პროექტი. მე ვამაყობ, რომ ჩვენ ერთად ვაჩვენეთ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა, რომ მიაღწიოს ერთად წარმატებას"-განაცხადა სიგუამ.