ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვერც ერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი"
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა აუცილებელიამიხეილ და ამა თუ იმ პირის დანაშაულს დამოუკიდებელი სასამართლო დაადგენს, ხოლო მთავრობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამოძიების პროცესის გამჭვირვალობას.
-"ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაუსჯელობა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ქვეყანაში. ეს არის, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება. მინდა მოვუწოდო მედიასაშუალებებს, სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო, სრული აბსურდია. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვერცერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში. განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ, დამოუკიდებელმა პროკურატურამ არ უნდა გამოიძიოს წარსულში ჩადენილი დანაშაულები, რომელიც შესაძლოა ჩადენილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, ეწინააღმდეგება მთავარ დემოკრატიულ ღირებულებებს და კანონის უზენაესობის პრინციპებს"-აღნიშნა პრემიერმა.