დემურ გიორხელიძე:-"რა ვერ მოზომა მიხეილ სააკაშვილმა?!"
რას ელოდა მოსახლეობა, რა მიიღო ხალხმა მიხეილ სააკაშვილის ნდობის სანაცვლოდ? რა ვერ გათვალა სააკაშვილმა და რა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა? ამ საკითხებს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
"რატომ გაუვიდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხალხის შევიწროება?!
რატომ მოელოდა ხალხი წლების განმავლობაში საკუთარი უზარმაზარი ნდობის სანაცვლოდ სასწაულს?!
ახლა არ მითხრას ვინმემ, ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას მხარს არ უჭერდაო!.. ეს თავის დიდი მოტყუება იქნება!
პ ა ს უ ხ ი ძალიან მარტივია:
ხალხს მოტივაცია ჰქონდა, მაგრამ... ეს მოტივაცია ვიწრო ჩარჩოს არ სცილდებოდა: ცვლილებებს და უკეთეს ცხოვრებას მოელოდა.
ხალხი ელოდა, რომ საკუთარი ნდობის სანაცვლოდ, მას ცხოვრების საშუალებას მისცემდნენ და მისი (ხალხის) ნდობა გამართლებული იქნებოდა!
ხალხი მწარედ მოტყუვდა.
რა ვერ მოზომა მიხეილ სააკაშვილმა?!
პ ა ს უ ხ ი აქაც ნათელია:
"მან ვერ გათვალა, თუ რა ხარისხის სირთულის შექმნის უფლება ჰქონდა და შეეძლო მას ხალხისათვის შეექმნა, რომელსაც ხალხი საკუთარი ნდობის სანაცვლოდ, აიტანდა... მიხეილ სააკაშვილს მიაჩნდა, რომ იგი უფლებამოსილი იყო ნებისმიერი სირთულე და შეურაცხყოფა მიეყენებინა ხალხისათვის, რადგან ხალხს არაფრად მიიჩნევდა! სწორედ ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც სიხარბე ედო საფუძვლად, - სიხარბე, მომდინარე ძალაუფლებით ტკბობისაგან და თვითნებობისაგან!.. მას მიაჩნდა, რომ "დიდმა კაცმა" მას ეს სახელმწიფო მისცა გარკვეული პირობით და ამდენად, ხალხი რა მდგომარეობაში იქნებოდა და რას აიტანდ ან არ აიტანდა, - მას არ აინტერესებდა... იგი დარწმუნებული იყო თავის უძლეველობაში და შესაძლებლობაში, ნებისმიერ დროს გასწორებოდა საკუთარ ხალხს... ხალხის დასათრგუნად და დასაშინებლად მოაწყო მან 7 ნოემბერი და 26 მაისი (ყველა დანარჩენიც, ამ თარიღებსს შორის.
სხვა უფრო მაღალი მოტივაცია, დაკავშირებული ქართულ სახელმწიფოსთან არც ხალხს და არც ე.წ. ხელისუფლებას 9 წლის განმავლობაში არ გააჩნდა!
მ ო რ ა ლ ი:
1. ადამიანმა მაშინ შეიძლება მოითმინო სირთულეები, თუ არსებობს გარანტია, რომ მდგომარეობა უკეთესი გახდება და სახელმწიფო ძლიერი იქნება, სადაც ადამიანს თავისუფლად და ღირსეულად ეცხოვრება!
2. პასიურად მომლოდინე ადამიანს მოლოდინი ყოველთვის უცუდდება, რადგან ამისათვის არა პასიური მოლოდინია საჭირო, არამედ ჩახმახზე შემართული ყოფნა და იმ ხალხის თვითნებობის ალაგმვა, რომელსაც მიეცი საშუალება გმართოს... შენ ფიქრობდი, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, მაგრამ მიიღე თვითნებობა, რადგან არშემდგარ სახელმწიფოებში კონსტიტუციასაც და კანონებსაც "გახვრეტილი შაურის" ფასი აქვს.
3. ანბანური რამეები დავწერე, -
ჯერ ანბანურად არქცეული საქართველოში!