სიკვდილს გადარჩენილი პატიმარი პრეზიდენტმა შეიწყალა
პატიმარი, რომელიც პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა, ანევრიზმის გასკდომის შემდეგ სიკვდილს გადაარჩინეს, პრეზიდენტმა შეიწყალა და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.
ზ.გ.-მ 8 ივლისს გონება დაკარგა, რაზეც დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინეს პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა, რომლებმაც ეჭვი თავის ტვინის მწვავე ორგანულ დაზიანებაზე მიიტანეს.
განხორციელდა პატიმრის დროული დიაგნოსტირება და რეფერალი აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში, რის შემდეგაც, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ზ.გ. 9 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტი სასჯელაღსრულების ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც 7-დღიანი, პოსტოპერაციული მკურნალობის დასრულების შემდეგ დატოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაუბრუნდა.
მსჯავრდებული მკურნალობის შემდგომ, ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებდა, რაც შეწყალების კომისიამ გაითვალისწინა და 4 აგვისტოს მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.
ნათია ხარბედია