ნინო კობახიძე:-"თუ შესაძლებელი გახდება, ბუნებრივია, ეს შეხვედრა შედგება"
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე არასამთავრობოების ინიციატივას გამოეხმაურა.
კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა შესაძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული შეხვედრა გაიმართება.
-"დღეს მთელი დღეა, პრეზენტაციებზე ვარ. მედიასაშუალებებით შევიტყვე, რომ არასამთავრობო სექტორმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მათ ეს სურვილი არაერთხელ გამოუთქვამთ. პრემიერთან გავივლით კონსულტაციებს და იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი გახდება, ბუნებრივია, ეს შეხვედრა შედგება. დღეს ამ თემაზე საუბარი და კონსულტაციები არ ყოფილა" – განაცხადა კობახიძემ.