კახი კახიშვილი:-"მთავარია, ამ კითხვების დასმის პროცესით არ დასრულდეს ყველაფერი"

კახი კახიშვილი:-"მთავარია, ამ  კითხვების დასმის პროცესით არ დასრულდეს ყველაფერი"

   ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას-"ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი, ობიექტური, მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მუდმივად იქნება მოწოდებული იმისკენ, რომ მთავრობა გააკრიტიკოს და მიუთითოს იმ ხარვეზებზე, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოწვევები ამ მიმართულებით. მე არ მსურს, რომ გავაკრიტიკო სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით - რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსული იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარჩა გაოცებული, რადგან უთხრეს, რომ ისინი ემხრობიან მთავარ ოპოზიციურ ძალას, რადგან ის დღითი დღე სუსტება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. ეს ადამიანი იყო გაოცებული, რადგან ფიქრობს, რომ როცა წამყვან არასამთავრობოებს აქვთ ასეთი მიდგომა, ეს ძალიან დიდ სირთულეზე მიუთითებს. მან უთხრა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი - არც მთავრობისკენ, არც ოპოზიციისკენ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ტენდენციურობა არ უნდა იყოს გამოკვეთილი. ხშირად ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. ამ ზღვარის დადგენაა არასამთავრობო სექტორის მთავარი გამოწვევა"-"საარჩევნო და პოლიტიკური კვლევის ცენტრის" დირექტორი, ექსპერტი კახა კახიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  შესაძლოა მიიჩნევდეს, რომ  რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადება არაობიექტურია, ან არ ასახავს რეალობას, თუმცა, ხელისუფლებაში მყოფი პირების ამოცანაა ზუტად ის, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და თუ რამე შენიშვნა აქვთ, ეს უნდა გადაწყდეს კომუნიკაციის ფარგლებში.

    რეალურად, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი მოგვევლინა პრემიერ-მინისტრად, მას არც ექსპერტებთან და არც არასამთავრობო სექტორთან, არანაირი  შეხვედრა არ ჰქონია, გარდა ჟურნალისტებისა. თუ პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ  არასწორად მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა,  ამისთვის დისკუსიების ფორმატი არსებობს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, პრემიერს ის კითხვები დაუსვან,  რომელსაც მას უსვამენ  დისტანციურად და თუ მას მიაჩნია, რომ კითხვები არ არის ობიექტური - ასე, მას ექნება საშუალება გასცეს კითხვებზე პასუხი  და მანაც დაუსვას კითხვები არასამთავრობო სექტორს".

   კახიშვილის აზრით, როცა ცოცხალი დისკუსიაა, ბევრი რამ ხდება ნათელი. ის ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ორივე მხარემ, ერთმანეთს კითხვები დაუსვან. 

   -"მთავარია, ამ  კითხვების დასმის პროცესით არ დასრულდეს ყველაფერი"-აცხადებს კახი კახიშვილი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: