"არგენტინული სახლი" ხელისუფლებას მიმართავს

"არგენტინული სახლი" ხელისუფლებას მიმართავს

   პატარქალიშვილმა, ბრიფინგზე, ბრაზილიაში "ფიფას" აგენტ, პედრო კაბრალ და სილვა ჟუნიორთან, არგენტინის "სინატრა კომერციალის" დირექტორთან, ორასიო ლუსიანო ბისთან  და  სრულიად რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, ანზორ კავაზაშვილთან სკყპე - ჩართვა განახორციელა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს და ვიცე-პრემიერ,  კახა კალაძეს მიმართა.

 

   "მოგახსენებთ, რომ თქვენს სახელზე გამოგზავნილი "არგენტინის სახლის" წერილებზე (მ.წ 8 იანვრის #1-1 (საქართველოს მთავრობის კანცელარიის #295) და 14 მაისის #1-3 (საქართველოს მთავრობის კანცელარიის #15971) თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, დღეის ჩათვლით, პასუხები არ არის მიღებული.

 

საკითხი ეხება:

 

1.   ფეხბურთის მეფის,  ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს- პელეს ვიზიტს საქართველოში, რომელიც ჩამოდის ლეგენდარული ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე დასასწრებად  და   1965 წელს გადაღებული ცნობილი ფოტოსურათის მიხედვით, - პელეს, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავასა და ანზორ კავაზაშვილის 5 ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის გახსნაზე;

 

2.   კულტურული ღონისძიებების განხორციელებას;

 

 

3.   საქართველოში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას;

 

 

4.   სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მიზნით,  სიღნაღის მუნიციპალიტეტში არგენტინის საქმიანი წრეების ვიზიტს;

 

 

5.    სიღნაღის მუნიციპალიტეტში  ბრაზილიური საფეხბურთო სკოლის    მშენებლობას;

 

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ შემდეგს:

 

1.   მიგვაჩნია რომ არგენტინის სახლის  ინიციატივით მომზადებული არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის, საერთაშორისო ტურნირის  პელეს სტუმრობით ჩატარება, ჩვენი ქვეყნისათვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ მოსაზრებით, "არგენტინის სახლმა საქართველოში" წერილობით მოგმართათ თქვენ, როგორც პრემიერ მინისტრს, აღნიშნული ტურნირი ჩატარებულიყო თქვენი პატრონაჟით, ხოლო ორგანიზება, ვიცე პრემიერის, ბატონი კახი კალაძის ხელმძღვანელობით.

 

 

2.    ამა წლის 11 თებერვალს ბატონმა კახი კალაძემ "მედიანიუსს" განუცხადა  "ამგვარი სპორტული ასპარეზობის გამართვა საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესოა, თუ საქართველოში ამ ტურნირის მოწყობა შესაძლებელი გახდება. ამისთვის დეტალურად იქნება გასავლელი ორგანიზაციული საკითხები, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ გუნდების ჩამოყვანაზე და ა.შ. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან თანამშრმლობაზე  დადებითი პასუხი იქნება, რადგან მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიების გამართვა სპორტის, ფეხბურთის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია".  

 

 

3.   რამდენადაც, ფეხბურთის მეფის, პელეს ვიზიტი,  ტურნირის ჩატარება და სამხრეთ ამერიკელი საქმიანი წრეების ჩამოსვლა გათვალისწინებულია ა/წ 20-30 სექტემბერს, საორგანიზციო კომიტეტი უმორჩილესად გთხოვთ, განცხადება აიყვანოთ პირად კონტროლზე და საქართველოსთვის ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენგან მივიღებთ დადებით წერილობით დასტურს.

 

თქვენდამი ღრმა პატივისცემით,

 

 საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:

 

 1. ნიკოლოზ პატარქალიშვილი  - "არგენტინის სახლის თავმჯდომარე"  ორგანიზატორი;

 

 2. მალხაზ სუხაშვილი -  თავმჯდომარის მოადგილე;

 

 3. გოგი თორაძე   - კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირისა და სპორტულ   ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი;

 

4. ალექსნდრე კოტორაშვილი  - ფოტო-კორესპონდენტი

 

5. მერაბ გაგლოევი  მოქანდაკე,   1965 წელს გადაღებული ცნობილი ფოტოსურათის მიხედვით, -     პელეს, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავასა და ანზორ   კავაზაშვილის 5 ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის ავტორი;

 

6. თემურ ლომიძე   მოქანდაკე  1965 წელს გადაღებული ცნობილი ფოტოსურათის მიხედვით -     პელეს, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავასა და  ანზორ  კავაზაშვილის 5 ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის თანაავტორი"-განაცხადა ნიკო პატარქალიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: