საგამოცდო მოდელი იცვლება
საგამოცდო მოდელი რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს შეეხო. ამ და მიმდინარე საგანმანათლებლო ცვლილიებების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმონოშვილმა "მაესტროს" პრესკლუბში გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოსაშვები გამოცდები ცენტრალიზებულად არ ჩატარდება და მას ორგანიზებას სკოლები გაუწევენ. ამიერიდან მოსწავლეებს შეეძლებათ გამოცდების მე-11 კლასის ბოლოს ჩაბარება, ძირითადი საგნებია: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია.
რაც შეეხება მისაღებ გამოცდებს, მას მე-12 კლასის ბოლოს ჩააბარებენ და არსებულ წესებში ცვლილებები არ იგეგმება. "იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე რომელიმე საგნის სწავლას მე-10 კლასის ბოლოს მორჩება, შეუძლია გამოცდაც ამავე კლასში ჩააბაროს, განმეორებითი ჩაბარება არ მოუწევს", - განმარტა მაია მიმინოშვიმა.
მისივე თქნით, უახლოეს მომავალში გამოცდების ეროვნული ცენტრი მზადაა დაიწყოს შეხვედრები როგორც სკოლის დირექტორებთან, ასევე პედაგოგებთან, რათა დაეხმაროს სწავლის პროცესის ორგანიზებაში.