მინისტრებმა საკუთარი მოადგილეები დაასახელეს

მინისტრებმა საკუთარი მოადგილეები დაასახელეს

ახლადდანიშნულმინისტრების უმეტესობადღეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საკუთარი მოადგილეების კანდიდატურებით წარდგნენ.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მოადგილე ლევან იზორია იქნება.

 

 

ცნობილია სხვა მოადგილეთა ვინაობაც. აღნიშნულ პოსტებზე  ალეკო ტაბატაძე, გელა ხვედელიძე და თედო კობახიძე მოიაზრებიან.

 

 

გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილის პოსტს  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილიშეინარჩუნებს.

 

 

საკუთარი მოადგილეები  სოზარ სუბარმაც დაასახელა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე  გიგა გიორგაძე იქნება, რომელიც ადრე სახალხო დამცველის ოფისში მუშაობდა. მეორე მოადგილე იქნება ირაკლი წერეთელი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემას გაუწვეს კურირება. სოზარ სუბარის კიდევ ერთ მოადგილედ სოფო ჯაფარიძე დაინიშნება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობდა. ასევე, მინისტრის მოადგილის პოსტს შეინარჩუნებს ალან პარასტაევაც.

 

 

ირაკლი ალასანიას მოადგილეების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან თავისი მოადგილეების საკითხი შეათანხმა, თუმცა ჟურნალისტებს მათი ვინაობა არ გაუმხილა.

 

 

განათლების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ნატრიაშვილი, თამარ სანიკიძე და დავით ზურაბიშვილი იქნებიან.

 

 

ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ვაკანტურია კიდევ ერთი მოადგილის თანამდებობა.

 

 

რაც შეეხება ძველ მოადგილეებს, მინისტრის განცხადებით, მათგანთანამდებობაზე არავინ დარჩება.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედავით შერვაშიძე დაინიშნებ.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ამ ეტაპზე დანარჩენსამმოადგილ ვინაობა არ გაამხილა, რადგან მისთქმით, მათი საკითხი ჯერ კიდევ განიხილება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: