შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1939 წელს დაბადებული შოთა ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა შვილს, 1981 წელს დაბადებულ გიორგი ხ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).