5 000 ლარიანი საჩუქარი გლეხებს - ახალი სამთავრობო პროექტის დეტალები
5000 ლარი საჩუქრად ყველა მსურველს, ვინცკი სოფლად რაიმე წარმოების დაწყებასგადაწყვეტს. პროექტში კი 1000 ლარამდეღირებულების საკუთარ ქონებას გამოიყენებს. თუ ფული გეცოტავებათ შეგიძლიათ, მაქსიმუმ3 მეზობელი გაერთიანეთ და მაშინ თანხა 15 000 ლარს მიაღწევს. პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობისადმი ბიძგის მიცემაა, თუმცა გამოცდილებაასეთია, რომ ყველა მსგავსი პროგრამა აქამდე უმეტეს შემთხვევაში წარუმატებელი იყო.
რატომ ფიქრობს მთავრობა, რომ საჩუქრებით ამჯერად აუცილებლად გაკეთდება საქმე? ამისშესახებ ,,ბიზნესკურიერში"" წარმოების ხელშეწყობის სააგენტოს უფროსი- გიორგიციკოლია საუბრობს, რომელიც ამ პროექტს უძღვება.
-ბატონო გიორგი, თქვენ გადაწყვიტეთ წასულიყავით სხვა გზით და ბანკები, როგორც ფილტრი ფულის გაცემისას არ ჩაგერიათ საქმეში? რა შიშები გაქვთ, თუ კი ფული შეიძლება არამიზნობრივად იქნეს განაწილებული?
-პირველ რიგში, მინდა დავაკორექტირო ანონსი და ჩვენი პროგრამა არ არის მხოლოდსოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი. იგი არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას ეხება. ეს არ არის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი. ეს არის ზოგადად რეგიონებიშიბიზნესწარმოების და რეგიონების ეკონომიკური წამახალისებელი პროექტი. და არა მხოლოდ წარმოების, არამედ ნებისმიერი ბიზნესის. ნებისმიერი მცირე ბიზნესის.
ასევე ეს არის მიკრო ბიზნესის წახალისების პროექტი. ეს აარ არის საჩუქარი, როგორც გაჟღერდა, ეს არის სტიმული. ჩვენ ვაძლევთ სტიმულს ადგილობრივ ოსახლეობას. მე დეტალურად აგიხსნით. ეს არის მიკრო წარმოების წახალისება რეგიონებში. ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ საქართველოში დღეს თუ გადავხედავთ ბიზნეს ბრუნვის მოცულობას, ვნახავთ, რომ ბიზნეს ბრუნვის 80% მოდის თბილისზე და რეგიონებში მხოლოდ 22-24%.
ათი რეგიონიდან, რომელიც დღეს ჩვენი ყურადღების ქვეშ არის, უმეტესწილად ბიზნეს ბრუნვა მოსახლეზე არის 3 000 ლარზე ნაკლები. რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეგიონებშისამწუხაროდ არანაირი ბიზნესაქტივობა არ შეინიშნება. ის ბიზნეს აქტივობა, რომელიც რეგიონებში ქმნის დოვლათს და საქმიანობას და ახალ სამუშაოს.
-არავინ დაობს, რომ რეგიონებს ჭირდებათ აქტივობა. მე ერთ ციფრს დავამატებ, მაგალითად საშუალო შემოსავალი ქალაქად არის 4-5 ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო შემოსავალი მოსახლის სოფლად. ცხადია, იქ აუცილებელია ეკონომიკური აქტივობის შემოღება. კითხვა რაში მდგომარეობს, მსგავსი მიდგომებით, როდესაც მასობრივად რიგდება ფული საჩუქრად, იგივე წახალისება, ძალიან ახლო წარსულში როგორც წესი მანქანები შეისყიდეს იმის ნაცვლად, რომ სეტყვისა და გვალვის პრობლემებზე ეზრუნათ?
-მასობრივად ფულის დარიგებას არავინ არ აპირებს, არის პროგრამა, რომლის მიხედვით, აგიხსნით ახლა ეს პროგრამა როგორ განხორციელდება, ქვაყანა დაყოფილია ამ რეგიონების ტერიტორიების მიხედვით დაყოფილი და თითო რეგიონზე იქნება გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ჩვენი მხრიდან გაწერილი იქნება ის მოთხოვნები, მოვალეობები, ასე რომ ვთქვათ, ბიზნეს-გეგმა იქნება მათ შორის.
ტენდერის მიხედვით ალბათ ჩვენ ავირჩევთ იმ კომპანიებს, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც რეგიონებში განახორციელებენ აღნიშნული ტიპის პროგრამას, ანუ ჩვენ, როგორც საჯარო სამსახური არ ვაპირებთ ჩართვას სგრანტის გაცემის პროცესში. ჩვენ არ ვიქნებით ის უწყება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის გადასცე გრანტი.
-თუმცა ფულს გასცემთ თქვენ და არა ბანკი, როგორც ხშირ შემთხვევაში?
-ფულის გაცემის პროცესი როგორ მოხდება-პირველი ოთხი თვე ეს არის ის ოთხი თვე, რომელიც დაეთმობა სოფლებში იდეების შეგროვებას და მეწარმეების ტრენიინგების ჩატარებას.
ანუ ჩვენ საკონსულტაციო და სატრეინინგო ნაწილი გვაქვს გათვალისწინებული, რომლის შედეგად თითო ბენეფიციარმა საბოლოო ჯამში საკუთარი ხელით დაწეროს ბიზნეს-პროექტი და გაიგოს თუ რა არის მისი დეტალები, აიმაღლოს საკუთარი უნარ-ჩვევები, რაც ეხება ბიზნეს საქმიანობას.გაიგოს ბუღალტერია როგორ კეთდება, ბიზნეს განვითარება როგორ ხდება და ა.შ. რომ მიიღოს საბოლოო ჯამში პროექტი, რომელიც კომერციულად მომგებიანი არის. ტრეინინგების შემდეგ დაიწყება გრანტის გაცემა.
-თუ გაქვთ ასეთი მოთხოვნა- რა ვადიანი უნდა იყოს ეს პროექტი, რამდენ ხანში, რა დროში უნდა მოხდეს თანხის ათვისება და შესაბამისად ამ პროექტის განხორციელება?
-ჩვენი პროგრამა არის გათვლილი სამ წელზე. 28 თვე არის აღებული. პირველი ოთხი თვე, როგორც გითხარით არის მოსამზადებელი და იდეების შეგროვების. ტრეინინგები, კონსულტაციები. შემდეგ უკვე მთელი წლის მანძილზე იქნება გრანტების გაცემის პერიოდი. დარჩენილი პერიოდი იქნება მონიტორინგისთვის გაცემულ გრანტებზე და თუ როგორ ვითარდება აღნიშნული ბიზნესი.ჩვენ გვექნება მთელი წელი, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ და ვნახოთ, თუ რა შედეგი მოიტანა.
-რა მოხდება მაშინ, როდესაც მონიტორინგი გამოავლენს, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, ვთქვათ მიიღო 5 000 ლარი და ვთქვათ რაღაც კონკრეტული პროექტი უნდა გაეკეთებინა და არ მიყვა იმ გაწერილ ბიზნეს-გეგმას და ფული ჯიბეში ჩაიდო, ერთი თვე რაღაც სიმბოლურად ამუშავა ეს ობიექტი, ან არც ამუშავა და განაცხადა, რომ გადახდის უუნაროა? ანუ არამიზნობრივად დახარჯა თანხა?
-ნებისმიერი პროექტის წარმატება დამოკიდებულია პირველ რიგში მენეჯმენზე, ანუ როგორ განახორციელებ ამ მენეჯმენტს. ჩვენ ვთვლით, რომ მონიტორინგის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მონიტორინგის პროცესი იგეგმება თვეების განმავლობაში, მინდა გითხრათ, რომ ის არსებული წარმატებული მაგალითები, რომელიც არსებობს დღეს პროექტების განხორციელებით საქართველოში, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო შვიდიწელია ასეთი ტიპის პროგრამა საქართველოში ახორციელებს პროექტებს.
-გასაგებია, რომ თქვენ აპირებთ მონიტორინგით უზრუნველყოთ მაქსიმალური ეფექტურობა, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევაც დაუშვით?
-მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში პროგრამები ბიპისმეშვეობით ხორციელდება. ჩვენი მიზანია ადამიანების მიერ წამოწყებული მიკრო ბიზნესიგანვითარდეს და საშუალო ან მსხვილი ბიზნესად გახდეს.
-კითხვა ასეთია მოუწევს - თუ არა დაბრუნება თანხის, რომელიც იქნება არამიზნობრივად დახარჯული, პროგრამა ჩავარდა, არ გამოიყენა ეს თანხა ბიზნესისთვის?
-გახარჯვის პროცესშიც მოხდება მონიტორინგი აუცილებლად, თუ დავინახავთ ასეთ შემთხვევას თანხის გაცემის პროცესი შეჩერდება. თანხის გაცემა როგორ მოხდება ბიზნესზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მარტივ რაღაცზე.
-გაწერილი არ გაქვთ წესებზე ასეთი შემთხვევა, რასაც გეკითხებით?
-გაწერილი გვაქვს, რომ გაჩერდება გრანტის გაცემის პროცესი, თავს მაქსიმალურად ვიზღვევთ და მონიტორინგის მეშვეობით ჩვენ პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ტიპის ქეისები საბოლოო ჯამში იქნება ნულამდე დაყვანილი.
-კრედიტის შემთხვევაში მეურნეს აქვს გაცილებით მეტი მოტივაცია, რომ ეს თანხა უკან დააბრუნოს, მისი ბიზნესი წარმატებული იყოს, რომ მისმა იდეამ ნამდვილად იმუშაოს და ამ შემთხვევაში საჩუქარი დავარქვათ თუ წახალისება, მოტივაცია იქნება გაცილებით დაბალი სავარაუდოდ. თქვენ როგორ გააკონტროლებთ იმას, რომ აი, ეს ფული დაიხარჯოს კონკრეტული საქმისთვის?
-ამ პროგრამის ფარგლებში, გარდა ჩვენს მიერ გაცემულ თანხისა დამატებით ბენეფიციარსაც მოუწევს მინიმუმ თანამონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში და მისი ჩართულობა, საბოლოო ჯამში სურვილი, რომ პროექტი იყოს წარმატებული არის ძალიან ამაღლებული. თანხის დაბრუნება არ მოუწევს, პროექტის განსახორციელებლად მოუწევს საკუთარი კონტრიბუცია. პროექტის წარმატებულობა მისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხზე, რომლებსაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულიყვნენ. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხზე, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და საერთოდ არანაირი შანსი არ აქვთ იმისთვის, რომ არა მარტო საკუთარი ბიზნსი წამოიწყონ, არამედ სამსახური იპოვონ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ხალხზე, ვისაც ამ პროგრამით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას საქმე წამოიწყონ.
-ბიუჯეტი რა არის?
-მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამის ბიუჯეტი არის 20 მილიონი ლარი, რომელიც გადანაწილდება რეგიონების მიხედვით.საერთაშორისო სტატისტიკიდან გამომდინარე, რომელიც ასევე მიკრობიზნესების წახალისებაზე ტარდება, ჩვენ გათვლილი გვაქვს, რომ ჩვენი თანხით საბოლოო ჯამში შეუძლია სადღაც 3200 მიკრო საწარმო შექმნას.
-გამოდის, რომ ყოველ ას კაცში შეიძლება სამს შეხვდეს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება? და ეს ხომ არ გამოიწვევს უკმაყოფილებას?
-ჩვენ აქ ვსაუბრობთ კომერციულად მომგებიან პროექტებზე. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ მიკრო ბიზნესებზე, რომლებსაც საშუალება აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში გახდნენ კომერციულად მომგებიანები და ასევე განვითარდნენ, გაფარდოვდნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მიკრო ბიზნსესი 2-3 წლის შედეგად ისე განვითარდეს, რომ საბოლოო ჯამში გახდეს საშუალო ბიზნესი, ან მსხვილი ბიზნესი. ციფრებზეა ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებული და შესაძლოა ნებისმიერი იდეა იყოს კომერციულად მომგებიანი. ჩვენთვის მთავარია, რომ ადამიანი პირველ რიგში კარგი, საინტერესო იდეით მოვიდეს.ჩვენ ამ იდეის საბოლოო ჯამში კომერციალიზაციას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და ასევე ადამიოანებს ავუხსნათ, თუ როგორ კეთდება ესა თუ ის ბიზნესი, როგორ შეიძლება ამ ბიზნესის განვითარება და ამას ვაკეთებთ პროფესიონალების საშუალებით. საჯარო სამსახური ამაში არ არის ჩართული არანაირად. საბოლოო ჯამში ამ კომერციულად წარმატებული პროექტებით რეგიონებს საშუაებას მივცემთ, რომ იქ შემოსავალი გაიზარდოს.
წყარო: commersant.ge