სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს ბაზას ეწვია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გოგი გახარიასთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს ბაზას ეწვია.
მინისტრმა პირადად გაიცნო სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, დაათვალიერა საცხოვრებელი, საწვრთნელი და ადმინისტრაციული კორპუსები.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ყველანაირი პირობაა შექმნილი სამმართველოს გამართული ფუნქციონერებისთვის.