ჯონ მაკეინს ობამას პოლიტიკა არ მოსწონს
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი აშშ-ს მოუწოდებს ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლები განახორციელოს არა მხოლოდ ერაყში, არამედ სირიაშიც.
"სი-ენ-ენ"-ის ეთერით მან რესპუბლიკელების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში.
-"ასეთმა მიდგომამ და ობამას პოლიტიკამ თითქმის მთლიანად გააქრო ამერიკის ლიდერობა მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილში, ასევე ძალიან ვიწროა ამერილის ახლანდელი მთავრობის ქმედებები "ИГИЛ"-ის მიმართ, საჭიროა განხორციელდეს მასობრივი საჰაერო შეტევები როგორც ერაყის, ასევე სირიის მიმართულებით"-განაცხადა მაკეინმა
ცნობისთვის ИГИЛ, ეს არის "ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფო", რომელიც მაკეინის შეხედულებით ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ საკითხში მაკეინს ეთანხმება კიდევ ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი ნიუ-იორკის შტატიდან პიტერ კინგი და ამბობს, რომ აუცილებლად უნდა იქნებს გაშვებული კიდევ ერთი ბომბდამშენი აღნიშნული სახელმწოფოს ტერიტორიაზე და მიიჩნევს, რომ ამერიკამ მასიური საფაერო დაბომბვები უნდა განახორციელოს.