ბექა გონაშვილი:-"ჩვენ ვხედავთ რისკებს ზოგადად ქართული ცხვრის ბიზნესის განვითარებისთვის"
საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავჯდომარე ბექა გონაშვილი ქართული ცხვრის ბიზნესის განვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს და თან ანალიზისთვის განმარტებებს აკეთებს:
-"მსურს განვაცხადო როგორც საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავჯდომარემ, რომ ბოლო პერიოდში, კონკრეტულად კი ბოლო 2 წელია მაშტაბური სახე მიიღო საქართველოს გავლით სომხური ცხვრის ექსპორტმა არაბულ ქვეყნებში, რაშიც ჩვენ ვხედავთ რისკებს ზოგადად ქართული ცხვრის ბიზნესის განვითარებისთვის.
ანალიზისთვის:
უმეტესობებისა არაბული ქვეყნებისა არ იძლევა ნებართვას სომხური წარმოშობის ცხვრის შეყვანისა მათ ქვეყნებში, ეს დაკავშირებულია უმთავრესად ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემებთან, ამიტომ სომხეთიდან შემოსული ცხვარი რომელიც უმეტეს შემთხვევაში სრულად არც გადის 21 დღიან საკარანტინო დაკვირვებას ხვდება არაბულ ქვეყნებში როგორც ქართული ცხვარი, რა დროს ღმერთმა არ ქნას, და გაიპაროს რაიმე დაავადება დაიკეტება საქართველოდან ექსპორტი იმ ქვეყანაში 5 წლის მანძილზე და ეს კიდევ უფრო შეარყევს ჩვენი ცხვრის რეპუტაციას, რომელიც ისედაც ძალიან ცუდ დღეშია.
სომხეთიდან იმპორტირებული ცხვრის ასევე საქართველოს გავლით აზერბაიჯანში მოხვედრის მცდელობები ხშირად არის (სადაც საბაზრო ღირებულება მართლაც საკმაოდ მაღალია) რაც კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ გვაყენებს თუ გავითვალისწინებთ 2013 წლის ბაზრის შედეგებს: 155 ათასამდე გავიდა აზერბაიჯანში, 750 სული ირანში ხოლო 20 ათასამდე იორდანიაში, საიდანაც აზერბაიჯანში და გავიდა ძირითადად ქართული ცხვარი, ხოლო იორდანიაში გასული სულადობის უდიდესი ნაწილი იყო სასომხეთიდან იმპორტირებული ცხვარი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ქართული ცხვარი იორდანიაში არ გასულა!
ვთხოვ შესაბამის ორგანოებს გაითვალისწინონ ჩვენი ეს გაფრთხილება და საკითხს მიუდგნენ მეტად პრაგმატულად, რათა აღარ დავუშვათ ის შეცდომები რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, რა დროსაც ქართული ცხვრის 12 ბაზრიდან (მათ შორის საუდის არაბეთი) ჩამოვედით მხოლოდ 2 ქვეყანაზე, რაც დივერსიფიკაციის საშუალებას არ გვაძლევს!
პ.ს. აზერბაიჯანის ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში კატასტროფული შედეგი დადგება, ვინაიდან აზერბაიჯანში შარშანდელ წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექპორტი განხოციელდა 103000 სული, ხოლო ცხვრის 155 ათასი სული, რაც თანხობრივად არის 100 000 000$–ზე მეტი ნაღდი ფულის შემოდინება ქვეყანაში, სამწუხაროა, რომ მესაქონლეობას ამის მიუხედავად სათანადო ყურარება არ ექცევა და ქაოტურად ვითარდება".