არის კი მზად სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბახი ფინანსების სანაცვლოდ დაუთმოს?
"არის კი მზად სომხეთი დაუთმოს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბახი ფინანსების სანაცვლოდ? ჯერ კიდევ გუშინ ერევანი ამ კითხვას უარყოფითად უპასუხებდა. მაგრამ, ყველაფერი იცვლება და უკვე ცნობილი ხდება, რომ სოჭში ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გამართული მოლაპარაკებების პარალელურად, ჟენევაში არაოფიციალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ფასის საკითხი განიხილება", ინფორმაციას რუსული საიტი პოლიტრუს.ცომ ავრცელებს.
პოლიტრუს.ცომ ინფორმატორის, ილჰამ ალიევის გარემოცვასთან დაახლოებული პირის ცნობით ყარაბახის ტერიტორიის სანაცვლოს აზერბაიჯანი მზადაა სომხეთს 5 მლრდ. დოლარის ტრანში შეთავაზოს, რაც შიდა ვალის დასაფარად საკმარისი თანხაა. ეს განხორციელდება არა უშუალოდ ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მეშვეობით, არამედ გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების შუამავლობით.
სამაგიეროდ, ერევანი ვალდებულებას იღებს, 2015 წლის ბოლომდე ყარაბახის ტერიტორიიდან გაიყვანოს შეიარაღებული ფორმირებები, გადასცეს ობიექტებზე კონტროლი სამშვიდობო ძალებს, რომლებიც რეგიონში 2019 წლამდე დარჩებიან. ამ პერიოდში კი აზერბაიჯანმა უნდა ჩამოაყალიბოს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები პარიტეტულ საწყისებზე, შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში, სომხური ენა დაამკვიდროს როგორც რეგიონული მეორე ენა.