რუსეთი თურქეთიდან საკვები პროდუქტების მიწოდების გაზრდას განიხილავს
რუსეთის "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები ანკარაში თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროდუქტების მიწოდების გაზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
"როსსელხოზნადზორის" მაღალჩინოსანთა დელეგაცია უწყების ხელმძღვანელის ალექსეი ალექსეენკოს მეთაურობით ანკარაში ჩავიდა. თურქეთის კვებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში თურქეთიდან რუსეთში საკვები პროდუქტების მიწოდების გაზრდას განიხილავენ", - აცხადებენ "როსსელხოზნადზორში".
მისივე თქმით, მოლაპარაკებათა პროცესში იმ თურქული კომპანიების სიის გაფართოებაც განიხილება, რომლებსაც რუსეთში ექსპორტის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მოსკოვმა აშშ-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საკვები პროდუქტების ექსპორტი ერთი წლით აკრძალა.