რომან გოცირიძე:-"მთავრობა შორიდან უყურებს ანაკლიის კაზანტიპს"
"კაზანტიპის ფესტივალს" ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"მთავრობას ჰგონია, რომ ვიღაცეებს სჯობნის ჭკუაში. შორიდან უყურებს ანაკლიის კაზანტიპს. კარგად ჩატარდება - ჩვენი დამსახურებააო იტყვიან, ცუდად? - სხვებს გადააბრალებენ. დღეში ათი მინისტრი უნდა ჩადიოდეს, რომ უზარმაზარ ტურისტულ ბიძგს დაუდოს სათავე ჩავარდნილ რეგიონში".