დეკანოზი დავით ისაკაძე: როდესაც პოლიცია ეწინააღმდეგება სამღვდელოებას, ეს ნიშნავს წინააღმდეგობას ყოველივე ეროვნულთან !
როგორც პირველი რადიო იუწყება, დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც დღეს სხვა სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ანაკლიაში იმყოფება. პერმანენტული აქციებს აანონსებს.
დეკანოზის თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ. მათი მიზანია, ის ადგილი აკურთხონ, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარდეს.
სასულიერო პირი თვლის, რომ როდესაც პოლიცია ეწინააღმდეგება სამღვდელოებას, ეს ნიშნავს წინააღმდეგობას ყოველივე ეროვნულის წინაშე.
"მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მსგავსი ქმედებებით ნუ გვიპირისპირდებიან. ჩვენ არ შეგვიშვეს, თუმცა, ვხედავთ, რომ იქ ასობით შიშველი ადამიანი დარბის", - აცხადებს დეკანოზი დავით ისაკაძემ.