ვლადიმერ პუტინი - რუსეთი შეიარაღებული ძალების განვითარებაზე 20 ტრილიონი რუბლის გამოყოფას გეგმავს
რუსეთის არმია აღჭურვილი იქნება ყველაზე თანამედროვე იარაღით, რომელიც სხვა ქვეყნებს არ გააჩნიათ. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სათათბირო ორგანოს ფრაქციის წევრებთან შეხვედრის დროს იალტაში. მისივე თქმით, საუბარია თავდასხმით და თავდაცვით სისტემებზე.
რუსეთი შეიარაღებული ძალების განვითარებაზე 20 ტრილიონი რუბლის გამოყოფას გეგმავს, აღნიშნა პრეზიდენტმა: "საჭიროა თანამედროვე, კომპაქტური, ეფექტური შეიარაღებული ძალები. ამისთვის შექმნილია პროგრამა რომელიც ამბიციურ მიზნებს ისახავს და მისი რეალიზებისთვის ძალიან დიდი თანხა – 20 ტრილიონი რუბლი გამოიყოფა". - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.