გივი თარგამაძე - ევროკავშირის მოწოდება მესამე ქვეყნების მიმართ, შემოიღონ ანალოგიური სანქციები. მე თუ ვიცი სამი დღეა, მინისტრმა არ იცის?
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არაა, არაფერ შუაშია სანქციების გამოცხადებასთან.
"ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საქართველო ვერ შეუერთდება რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს, რადგან არაა ევროკავშირის წევრი. რა შუაშია წევრობა? სანქციებს უკვე შეუერთდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია და სულაც შეიცარია, რომელიც საქართველოში რუსეთი ინტერესებს წარმოადგენს. ესენი რა, წევრები არიან? სამი თუ ოთხი დღის წინ დავდე აქ ევროკავშირის მოწოდება მესამე ქვეყნების მიმართ, შემოიღონ ანალოგიური სანქციები. მე თუ ვიცი სამი დღეა, მინისტრმა არ იცის? და თუ არ იცის, რატომაა კიდევ მინისტრი? რიტორიკული შეკითხვებია, რადგანაც მინისტრი იმიტომაა, რომ ზვი-ძინის მონაა, მან კი საბოლოოდ გაიწია პუწინის უკანალისკენ".