ოთარ კახიძე: როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება შიდა ძებნის გამოცხადებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება

ოთარ კახიძე: როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება შიდა ძებნის გამოცხადებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება

   საქართველოს ექს-პრეზიდენტზე შიდა ძებნის გამოცხადებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება. ამის შესახებ მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა ოთო კახიძემ განაცხადა. მისთვის გაუგებარია რატომ გამოაცხადა საგამოძიებო უწყებამ შიდა ძებნა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

  "შიდა ძებნის გამოცხადებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. სად უნდა მოძებნონ? ამ ფონზე, რაც შექმნილია დასავლეთში და იქ ყველას აქვს აღქმა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, გაუჭირდებათ ინტერპოლზე ძებნილის სტატუსის მინიჭება მიხეილ სააკაშვილისთვის", - განაცხადა კახიძემ.

  საქართველოს ექს-პრეზიდენტზე შიდა ძებნა გუშინ გამოცხადდა. მიხელ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის და ტელეიმედში შეჭრაზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: