"მწვანე არდადეგები" იწყება !

"მწვანე არდადეგები" იწყება !

   დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სამინისტროში პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. "მწვანე არდადეგები" 19 აგვისტოს დაიწყება და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

 მისი მიზანი საქართველოს დაცული ტერიტორიების (სათაფლია-პრომეთე, ბორჯომი, ლაგოდეხი, მტირალა, კოლხეთი, ჯავახეთი, ყაზბეგი და ვაშლოვანი) პოპულარიზაცია, იქ არსებული ეროვნული პარკების, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის, ბუნების ძეგლის და ნაკრძალების მნიშვნელობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ვიზიტორთა ნაკადის ზრდაა. ,,მწვანე არდადეგების" ფარგლებში მოეწყობა მედიატურები, ეკო-პიკნიკები, ფოტოტურები, დასუფთავების აქციები და სხვა აქტივობები.

  პროექტის პრეზენტაცია 19 აგვისტოს ბათუმის ბულვარში გაიმართება. 10:00 საათზე მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელთან და აქციის - "ნუ დატოვებ ნარჩენებს" სხვა მონაწილეებთან ბათუმში სანაპირო ზოლს დაასუფთავებს.

 19 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ყოველ შაბათსა და კვირას სხვადასხვა დაცული ტერიტორიის მიმართულებით ტური მოეწყობა. პირველი გასვლა 23-24 აგვისტოს კოლხეთის ეროვნულ პარკში იგეგმება, სადაც ახალგაზრდებს ელით მოგზაურობა პანტომით და არტ-საღამო ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების მონაწილეობით.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: