ვახტანგ რჩეულიშვილი თბილისისა და ბათუმის მერიებს და კომპანია "დექსუსს" უჩივის
დღეს დეველოპერული კომპანია "ცენტრ–პოინტის" ერთ–ერთი მფლობელი ვახტანგ რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილისისა და ბათუმის მერიების, "დექსუსისა" და თბილისის მერიის განვითარების ფონდის მიერ კომპანია "ცენტრ-პოინტისათვის მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს".
"აღნიშნული დარგის განვითარება საქართველოს ხელისუფლებას გათვიცნობიერებული არ აქვს. უკვე მეორე წელია ველოდებით დახმარებას პრობლემების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თუ წინა ხელისუფლების პირობებში ხელს გვიშლიდნენ, დღეს აღარ გვიშლიან და არც გვეხმარებიან, არადა ჩვენთვის ყველა დღეს აქვს მნიშვნელობა. ასობით და ათასობით ადამიანი გველოდება, ელოდებიან ბინის გადაცემას. მიუხედავად წინა ხელისუფლების ტერორისა, იმდენად ძლიერი კომპანია იყო, რომ შეძლო არსებობა შეენარჩუნებინა და დღესაც შეუძლია დაგროვილი ვალების გასტუმრება, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი ხელისუფლება სხვადასხვა პროექტებში ჩაგვრთავს", - განაცხადა რჩეულიშვილმა.
მისი თქმით, "ცენტრ–პოინტის" ქონებების ჩამორთმევა "რეინდერული მეთოდით მოხდა".