მიხეილ მაჭავარიანი: პრემიერი ცდილობს ალიყური მოსცხოს საქართველოს პრეზიდენტს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით გააკეთა.
"უკვე ერთი წელია, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტია, მე არ მახსენდება, რომ რამე საკითხი დაეყენებინოს და ბოლომდე მიეყვანოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი ქართული სახელმწიფოს ძალიან დიდი პრობლემა.
პრემიერი კი თავს ვალდებულად თვლის, კვირაში მინიმუმ სამჯერ, აი, როგორც ალიყურს გამოუწერენ ბავშვს, ასე ალიყური მოსცხოს საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან აზარალებს ქართულ სახელმწიფოს",-აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.