პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, ხუთი წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის

პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, ხუთი წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის

  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომ პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, ხუთი წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის.
  "იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა, რომ მათ არ იცოდნენ, სად იწყება და მთავრდება კანონი, სად მთავრდება ვალდებულებები და ხელისუფლებების გამიჯვნა. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტეს ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდა სწორად. ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: