რუსეთის ფედერაციის ელჩი დიდ ბრიტანეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
რუსეთის ფედერაციის ელჩი დიდ ბრიტანეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, ალექსანდრე იაკოვენკო უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკის შეჭრაზე ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს.
დიდი ბრიტანეთის პირველმა პირებმა რუსული სამხედრო ტექნიკის სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო შეშფოთება გამოთქვეს. ამის შესახებ პეტრე პოროშენკომ და დევიდ კამერონმა ისაუბრეს.