მაია ფანჯიკიძე ბრაზილიელ ხალხს უსამძიმრებს
დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოში ბრაზილიის საელჩოს ეწვია, სადაც ბრაზილიაში მომხდარ ავაიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და ბრაზილიის მთავრობასა და ქვეყნის მოსახლეობას თანაგრძნობა გამოუცხადა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას უცხადებს მათ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.