ჯონ მაკკეინმი: ვამაყობ იმით, რომ პუტინმა ჩემს წინააღმდეგ სანქციები დააწესა!
აშშ-ს სენატორმა ჯონ მაკკეინმა ,,ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში უკრაინისა და საქართველოს შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ ვლადიმირ პუტინს ყირიმის მითვისების საშუალება რეაგირების გარეშე მივეცით. სანქციები, რომლებიც დავუწესეთ ძალიან სუსტია. სიტუაციას პუტინის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ის ძალიან წარმატებულია. უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზაციას აგრძელებს. მე მჯერა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა შეინარჩუნოს. მას არ უნდა უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს", _ განაცხადა სენატორმა მაკკეინა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
მისივე თქმით,პუტინის შესაჩერებლად აუცილებელია დაწესდეს რეალური სანქციები.
"ასევე უნდა მოვახდინოთ ვლადიმირ პუტინის გადაფასება და ის მივიღოთ იმად, რაც ის სინამდვილეში არის - სუკის პოლკოვნიკი, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. ამ გზით ჩვენ მას გავაგებინებთ, რომ მის მოქმედებებს საფასური ახლავს. ის გამოუცდელობა (უგუნორობა), რომელსაც ეს ადმინისტრაცია იჩენს მის მიმართ, ჩვენთვის ძალიან ძვირადღირებული გამოდგა. უთხარი ვლადიმირს, რომ მოგვიანებით მეტი მოქნილობის საშუალება მექნება... "გადატვირთვის" ღიკაკზე გამუდმებით ხელის დაჭერა... პუტინი უნდა აღვიქვათ ისე, როგორც ის ამას იმსახურებს. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ პუტინმა ჩემს წინააღმდეგ სანქციები დააწესა", _ აღნიშნა მაკკეინმა.