ბედის ანაბარა მიგდებული სამურზაყანო და აცუნდრუკებული ანაკლია!
14აგვისტოს, მარიამობის მასრხვის დაწყების დღეს, 22 წელი გავიდა აფხაზეთში ომის დაწყებიდან. სატანამ სწორედ მარიამობის მარხვის დაწყება აირჩია თავისი ბოროტი ზრახვების ხორცშესასხმელად.ამ წლების მანძილზე არაერთხელ ვყოფილვარ ენგურსგაღმა . ძირითადად გალის რაიონში, ანუ, მშობლიურ სამურზაყანოში. იყო პერიოიდი, როცა სამურზაყანოს ქვედა ზონის სოფლებში მტერი საერთოდ ვერ ბედავდა გაჭაჭანებას და ეს ჩვენი გმირი ვაჟკაცების-პარტიზანების დამსახურება იყო.
ის კი არა და, ზუგდიდიდან ავტობუსების რეისები შეუფერხებლად სრულდებოდა ათამდე სოფელში და კოლხი კაცის ოფლითა და სისხლით მოწეული ნობათით უხვად მარაგდებოდა ზუგდიდის ბაზარი. მაშინ ამ რეგიონს თითქმის არ ეტყობოდა ომის მსახვრალი ხელი.
მერე და მერე სატანამ კვლავ იძალა და ჯერ 2004 წელს სამაჩაბლოში განვითარებულმა მოვლენებმა, შემდეგ პარტიზანული მოძრაობის მიზანმიმართულმა ჩახშობამ და ბოლოს, 2008 წლის 5 დღიანმა ე.წ. ომმა (თუმცა, 5 დღეს როგორ ითვლიდნენ ნაც-ხელისუფლების ბოსები, გაუგებარია). საბოლოოდ მოახდინა აფხაზეთის სრული ოკუპაცია -ენგურის მთელს პერიმეტრზე დადგნენ ე.წ მესაზღვრეები და სამურზაყანოს მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა!
დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭიროა ე.წ. აფხაზური, ან საბჭოთა კავშირის გერბიანი პასპორტი. დიახ, იქ ჯერ კიდევ საბჭოურ-დიქტატორული (ბოლშევიკური ) სული ტრიალებს. კო ბედის ანაბარა მიგდებული სამურზაყანო და აცუნდრუკებული ანაკლია! რუფციას მიაქვს იქაურობა და "მაღარიჩისა" და ქრთამის გარეშე ელემენტარული დოკუმენტის მიღება წარმოუდგენელია. საბჭოური "გაიც" ძველებურად განაგრძობს ჩასაფრებას და ფულის კეთებას!
აქედან ჩასული კაცისთვის პირველ რიგში რაც თვალში გეცემა, იმის შეგრძნებაა, რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნდი. ე.წ სასაზღვრო ზონის სიახლოვეს წმინდა რუსული გარემოა - რუსი მესაზღვრეები დეტალურად ამოწმებენ ჩანთებს და იქაურობის ბატონ-პატრონად მიჩნიათ თავი. შემდეგი პროცედურა უკვე საბუთების შემოწმებაა. ჩემი სასწაულებრივად შემორჩენილი საბჭოთა პასპორტით (რომელიც საკმაოდ შელახულია)ვკვეთ ე.წ აფხაზეთის საზღვარს და ფეხს ვადგამ ჩემს ოდობადეს. თუმცა, ჯერ ადრეა სიხარული, წინ ე.წ აფხაზი მებაჟე მელოდება, რომელიც იმედგაცრუებული შეჰყურებს ჩემს ერთადერთ მომცრო ჩანთას, სადაც გარდა ორიოდე პერანგისა და ჰიგიენური ნივთებისა, არაფერი მიდევს .
სამურზაყანოელი -გამრჯე გაუტეხელი და ქართველობაზე უარის არმთქმელ კაცს მთელი წლის სარჩო - საბადებელი გამოღმა ზუგდიდში გადმოაქვს, რომ უფრო მაღალ ფასში გაყიდოს მოსავალი. წელს ჭირნახული ა ქვედა ზონაში საკმაოდ კარგია, რაც ფასზეც აისახება და გაწამებულ მოსახლეობას ცოტას ამოასუნთქებს .
თხილის მოგროვება საკმაოდ მძიმე და შრომატევადი საქმეა, მუშახელი კი სამურზაყანოში ჭირს. სხვადასხვა მანქანებით სამეგრელოს რაიონებიდან ხალხი ენგურს გაღმა გადმოდის სამუშაოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (თუ დაიჭერენ, ციხე ან სერიოზული ჯარიმა არ აცდება) არადა, დღეში 30 ლარი ქუჩაში არ ყრია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონი რამდენჯერმე გადაწვეს, დღესაც აქედან მარაგდება აფხაზეთი და არა მარტო აფხაზეთი.
დღეს აფხაზეთში მებაჟეობა ყველაზე სარფიან საქმედ ითვლება, ხოლო, როგორც ამბობენ, გალის საბაჟოზე მოხვედრა ე.წ აფხაზეთის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში წყდება...
თხილიდან ამოღებული სარგებელი საერთოდ ცალკე თემაა. სწორედ ამიტომ დადის გალში ამდენი ძვირადღირებული ჯიპები. (ჩვენი მთავრობისა არ იყოს) მათ შორის ნახავთ ჰამერებს" "ტოიოტას" თუ "პორშეს" ჯიპებს!
ყველაზე თვალშისაცემი მაინც ტრანსპორტზე მაღალი ფასებია (როგორც ავტობუსზე, ასევე ტაქსზე). ყველას რაღაც აქვს გასაყიდი, თავის ნაშრომ-ნაჯაფი. ყველა რაღაცას ყიდულობს, ამ გაცხოველებულ ვაჭრობაში ყველა ხეირობს. აქ ისევ საბჭოთა კავშირი გახსენდება- მილიციას თავისი წილი მიაქვს, ე.წ. რეკეტს თავისი და ეს ყველაფერი სამურზაყანოელი გლეხის კისერზეა - თუ პატარა ბიზნესი წამოიწყე და ჯიხური, ან ,მაღაზია გახსენი, აუცილებლად უნდა გყავდეს ე.წ. ადგილობრივი(იგულისხმება აფხაზი ეროვნების) "კრიშა" , რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველები იქ მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ და საერთოდაც, მეორეხარისხოვან ხალხად ითვლებიან . არადა, სწორედ მათ ხარჯზე ცხოვრობს ე.წ აფხაზური ელიტა, რომელიც წურბელასავით სისხლს წოვს ადგილობრივ მოსახლეობას.
გალში დღეს ყველა კარსმომდგარ არჩევნებზე საუბრობს. იმ 25-30 ათას ქართველს, რომელსაც თავის დროზე ე.წ აფხაზური კანონმდებლობის სრული დაცვით დაურიგდათ პასპორტები (ამაში კარგი ფული იშოვეს ) არჩევანის უფლება უკვე წაართვეს. დღევანდელი პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რაულ ხაჯინბამ სწორედ გალის მოსახლეობის ხმების წყალობით წააგო სამჯერ არჩევნები და ამით გაბოროტებულმა "სატანის მოციქულმა" ქართველებს საერთოდ აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობის უფლება . რასაც ადგილობრივები მტკივნეულად განიცდიან...
მართალია, პირად საუბრებში ყველა ამაზე წუხს , მაგრამ საჯაროდ ხმის ამოღების ეშინიათ!
XXI საუკუნეში ცივილიზებულ მსოფლიოს თვალწინ ადგილი აქვს ნამდვის აპარტეიდს-ადამიანის უმთავრესი უფლების უგულებელყოფას და შეიძლება ითქვას, რასიზმს. არადა, ქართული საზოგადოება თავის ხელისუფლებიანად ამ ფაქტზე დუმს - არ ისმის განგაშის ხმა!
ახლა ისევ ე.წ არჩევნებს დავუბრუნდეთ . ქართველ ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ე.წ. არჩევნებში ხაჯინბა უპირობოდ ლიდერობს, თუმცა, ადგილობრივების აზრით შედარებით ლიბერალი ბჟანიას შანსები მეტია. ბედის ირონიაა, რომ ბჟანია ( ბჟა მეგრულად მზეს ნიშნავს ) ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს! რას იზამ, ასეთია რეალობა.
გალში წინაპრების საფლავების მონახულების შემდეგ რაიმე თუ გამაოცებდა არ მეგონა. ქალაქის ცენტრში ჩრდილო მეზობელს აუშენებია ვეებერთელა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამხედრო ბაზა ორი 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსით და სამხედროების შტაბ-ბინით. ტერიტორია დიდი ჯებირითაა შემოსაზღვრული და ყოველ 50 მეტრში სათვალთვალო პუნქტებია მოწყობილი, რომელიც ასევე აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. ტერიტორიაზე განთავსებული უზაარმაზარი ანძა კი, ადგილობრივების მტკიცებით, მთელს სამეგრელოს აკონტროლებს.( ასეთი ბაზები სამურზაყანოში კიდევ 8 ერთეულია, ხოლო,სოფ. ფიჩორში, რომელიც ემიჯნება განმუხურს, რუსებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მთავარი სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, საიდანაც ალბათ საქართველოს ნებისმიერი ადგილის წვდომაა შესაძლებელი )
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იქვე ბაზასთან გორაკზე რუსების მიერ აშენებული კოპწია ,მომცრო ზომის მართლმადიდებლური ეკლესია დავლანდე. მართალია, იქ ჯერ წირვა-ლოცვა არ აღევლინება, მაგრამ მაინც... ამის დანახვაზე უნებლიედ იმედის ნაპერწკალი გიპყრობს ადამიანს - სწორედ ეს ტაძარი შეიძლება გახდეს , სატანის დამარცხების რეალური იარაღი...
P.S ემოციებისგან დაცლილი ე.წ სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ საშინელ ხვატში დავბრუნდი ზუგდიდში და კიდევ ერთი გაოცება- ზუგდიდის მოსახლეობა (ანაკლია-განმუხური-დარჩელი) აღტკინებული და აცუნდრუკებულია 30 ვერცხლის მოლოდინში და ყველა, პირდაპირ თუ ირიბად, კაზანტიპს მისჩერებია. კაზანტიპის მოლოდინში აღტკინებული სამეგრელო საძოვარზე მიშვებულ ძროხას მაგონებს , რომელიც მხოლოდ გაძღომაზე ფიქრობს, ხოლო, ანაკლია -განმუხური კი დათა თუთაშხიასეულ ბევრ "ფარას" დახამებულ კიკუს.
დიახ, ენგურს გაღმა ჩვენი მტერია, იგივე რუსი ოკუპანტი, რომელიც ერთი ხელით ულტრათანამედროვე იარაღს გიმიზნებს, ხოლო მეორე ხელით მართლმადიდებლურ ტაძარს აშენებს.
ენგურს გამოღმა კი ჩვენი ახლადშეძენილი ლიბერასტი "მეგობრები, რა თქმა უნდა ჩვენივე ხელშეწყობით, ანაკლიასა და განმუხურში სოდომ-გომორს გვიწყობენ!
და ეს ყველაფერი ხდება წმინდა მარიამ ღვთიშობლის წილხვედრ მიწაზე, მარიამობისვე მარხვაში!
ახლა თავში ერთად-ერთი კითხვა მიტრიალებს: გვაპატიებს კი ამ აღვირახსნილობის "აღლუმს" უფალი?!
მათე მურზაყანი