ირაკლი ალასანია: პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია და მისი უფლებები უნდა იყოს გარანტირებული!
უშიშროების საბჭოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია გამოეხმაურა. ალასანია თვლის, რომ უშიშროების საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა პრეზიდენტის პრეროგატივაა და შესაბამისად, სტრუქტურაც ისე უნდა იყოს აწყობილი, როგორც მას წარმოუდგენია.
კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია და მისი ფუნქციები უნდა იყოს გარანტირეული.
"აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და მისი დისკრეცია. კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის კანონები, სხვადასხვა ნორმატიული აქტები. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის როგორც მთავარსარდლის ფუნქცია, იქნება გარანტირებული, ეს ყველას სურვილია და ეს ასეც უნდა მოხდეს", - განაცხადა ალასანიამ.