მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო- სწორედ ასეა ანდრო ბარნოვის საქმე!
ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პიჯაკებისა და ქიშმირის პალტოს გაგზავნის შედეგად ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. იგი ამ საქციელს უმსგავსოს უწოდებს.
"მიშას გულზე ხვდება ის ყველაფერი, რასაც საქართველოს სახელმწიფო მას დღეს უკეთებს. ეს იყო მისი ჟესტი - თუ მელაპარაკებით იმაზე, რომ პრეზიდენტმა 9 თუ 10 წლის განმავლობაში 6 პიჯაკი არ უნდა იყიდოს, მაშინ ამ პიჯაკებს რაც გინდათ ის უქენით. ეს იყო მისი პასუხი იმ უმსგავსობაზე, რასაც დღეს პროკურატურა და პირადად ივანიშვილი ეწევიან",- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.